მთავარისაქართველო"გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ ” - სამოქალაქო ინიციატივა

“გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ ” – სამოქალაქო ინიციატივა

დღეს, 27 მაისს სამოქალაქო ინიციატივის „გადადგი ნაბიჯი“ ევროპისკენ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა წაიკითხეს მანიფესტი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზაზე გადასადგმელ ნაბიჯებს ითვალისწინებს. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს ორგანიზებით გაიმართა და მასში სამოქალაქო სექტორისა და მასში სამოქალაქო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, მსახიობები და მომღერლები- დღეს ყველა ერთად შეიკრიბა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაეჭირათ მხარი საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სამოქალაქო ინიციატივა „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ.“

აქ შეკრებილი საზოგადოება გაერთიანდა იმ იდეის გარშემო, რომ ახლა მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მუდმივად მიეწოდებოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ არის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანი და აუცილებელი.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კონკრეტული აქტივობებით ვიკონტაქტოთ ადამიანებთან. მივაწოდოთ მათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რას გვთხოვს ჩვენ ევროკავშირი. რატომ არის მნიშვნელოვანი ევროკავშირში გაწევრიანება და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ ევროკავშირის წევრობამდე“,- განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

მწერალმა ლაშა ბუღაძემ მანიფესტი წაიკითხა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებს ითვალისწინებს.

“დღეს ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას იმისათვის, რომ ხელისუფლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით იცვლებოდეს. კანონი უზენაესი და ადამიანის უფლებები აღიარებული და დაცული უნდა იყოს. არა მმართველის ნება, არამედ კანონია უზენაესი და მის წინაშე ყველა თანასწორია. არავინ დგას კანონზე მაღლა. მოქალაქე სამართალს დამოუკიდებელ და კვალიფიციურ სასამართლოში უნდა პოულობდეს, სადაც კანონის მიმართ ყველა თანასწორია და განაჩენს ვერავინ უკვეთავს ან ყიდულობს.“

„მომავალი თაობები სწორედ ამით განგვსჯიან- თუ რა გავაკეთეთ- თუ რა გააკეთე შენ, როცა ქვეყნის ბედი წყდებოდა.“- წერია მანიფესტში, რომელიც დღეს საზოგადოებას წარედგინა. შეხვედრაზე, რომელმაც სხვადასხვა ხედვის მქონე ადამიანები გააერთიანა, აღინიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს თავისუფალი სამყაროს ნაწილად აქცევს. საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება კი მშვიდობიანი, უსაფრთხო და ღირსეული იქნება.

საქართველოსთვის ისტორიული ეტაპი დგება. რამდენიმე კვირაში გადაწყდება მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend