მთავარისაქართველოთურქეთის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

თურქეთის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოცი წერილი საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.

“გულითადად მწამს, რომ ორი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყანა: თურქეთი და საქართველო, ისევე, როგორც ახლა, მომავალშიც შეიტანს თავის წვლილს ჩვენი რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და აღორძინების საქმეში.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პირადად თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – კეთილდღეობა და აღორძინება”, – აღნიშნულია წერილში, რომელიც საქართველოს მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend