მთავარიევროპაუკრაინაუკრაინაში ომი ყველაზე აქტიურ ფაზაზე გადავიდა

უკრაინაში ომი ყველაზე აქტიურ ფაზაზე გადავიდა

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ  ყველაზე დიდი თავდასხმა ევროპის კონტინენტზე  – ასე აფასებს უკრაინა რუსეთის შეტევას დონბასის რეგიონში. უკრაინაში მიმდინარე ომი ახლა ყველაზე აქტიურ ფაზაში გადავიდა. რუსმა სამხედროებმა დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებში 3 დასახლებული პუნქტი დაიკავეს. კიევის ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტებში რუსებმა 14 მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერის ოლექსანდრ შტუპუნის თქმით,  მტერი აგრძელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტერორისტული ტაქტიკის გამოყენებას უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

უარესდება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც უკრაინის როგორც აღმოსავლეთ, ისე სამხრეთ რეგიონში. ოლექსანდრ შტუპუნი აღნიშნავს, რომ გასული დღის განმავლობაში დონეცკისა და ლუჰანსკის მიმართულებით უკრაინელებმა მტრის 16  შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს 8 ტანკი, 22 ჯავშანმანქანა და ერთი ტრანსპორტიორი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მეოთხე თვეს მოსკოვი ისევ აგრძელებს ბრძოლას, სანამ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ მიაღწევს დასახულ მიზანს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ მიუხედავად უპრეცედენტო სანქციებისა და დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარებისა, რუსეთი გააგრძელებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, სანამ ყველა ამოცანა არ შესრულდება.

რუსი სამხედროების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა კი, რომელიც უკვე შესრულდა, საპორტო ქალაქ მარიუპოლის აღება იყო. როგორც მოსკოვი აცხადებს, მარიუპოლში უკვე დასრულდა განნაღმვითი სამუშაოები. საცხოვრებელი კორპუსების ნანგრევების ქვეშ 200 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ახლა „აზოვსტალის“ ცარიელ ქარხანაში, რომელსაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და მებრძოლი აფარებდა თავს, კარგად ჩანს ის ზიანი, რომელიც მას თითქმის სამთვიანი ალყის შედეგად მიაყენეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend