მთავარისაქართველო26 მაისს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად ევროკავშირის ჰიმნი შესრულდება

26 მაისს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად ევროკავშირის ჰიმნი შესრულდება

თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებასთან დაკავშირებით გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს.

ხვალ, 26 მაისს ღონისძიება რუსთაველის გამზირზე 11:00 საათზე დაიწყება, რის ფარგლებშიც, 12:00 საათზე წვევამდელები ფიცს დადებენ, 20:30 საათზე კი გალა კონცერტი გაიმართება.

ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება თბილისის გარდა 5 რეგიონშია დაგეგმილი, 15 მუნიციპალიტეტში კი სამხედრო ტექნიკა გამოიფინება. ასევე მოხდება საჰაერო კომპონენტების ჩვენება, სამხედროები კი ახალი აღჭურვილობით გამოჩნდებიან.

წლევანდელ ღონისძიებაში ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ამერიკის ელჩი მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავენ.

26 მაისის აღნიშვნის ისტორიაში პირველად შესრულდება ევროკავშირის ჰიმნი, საქართველოს ჰიმნს კი ბავშვთა კაპელა შეასრულებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend