„ITV ნიუსმა“ გამოაქვეყნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის ადრინდელი ფოტოები, რომლებშიც ჩანს, რომ იგი სხვა კანონმდებლებთან და პოლიტიკოსებთან ერთად სვამს ღვინოს ბრიტანეთის მთავრობის შტაბ-ბინაში სწორედ იმ დროს, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი იყო ამოქმედებული.
კონსერვატორთა პარტიის წევრები სიუ გრეის იმ ანგარიშის გამოქვეყნებას ელიან, რომელიც კარანტინის დროს წვეულებების გამართვას უკავშირდება.
ანგარიში ხუთშაბათს, პარლამენტის სხდომამდე, უნდა გამოქვეყნდეს.
ამავდროულად, ვრცელდება სხვა ფოტოებიც, რომლებშიც ჩანს, რომ ბორის ჯონსონი კარანტინის დროს სხვადასხვა წვეულებაზე იმყოფება.