მთავარიკუბირუსეთში Google-ის ოფისი გაკოტრდა

რუსეთში Google-ის ოფისი გაკოტრდა

რუსეთში Google-ის ოფისში აცხადებენ, რომ 22 მარტის შემდეგ გაკოტრების გარდაუვალ პროცესს აკვირდებიან, რის გამოც კომპანია ფინანსური ვალდებულებების შესრულებას ვეღარ შეძლებს.

Google-ი გაკოტრებას საბანკო ანგარიშების დაყადაღებით ხსნით, რამაც შეუძლებელი გახადა კომპანიის რუსული ოფისის ფუნქციონირება. ამასთან Google-ის ოფისში აღნიშნავენ, რომ უფასო სერვისების მიწოდებას, როგორებიცაა youtube და Gmail რუსი მომხმარებლებისთვის გააგრძელებენ.

აღსანიშნავია, რომ Google-ის ოფისის გართულებული მუშაობა რუსეთში ომს არ უკავშირდება, ბოლო წლების განმავლობაში მისი ფუნქციონირება უფრო რთული ხდებოდა.

2021 წლის დეკემბერში, სასამართლომ კომპანია 7 მილიარდი რუბლით დააჯარიმა, მას შემდეგ, რაც “როსკომნადზორის” მიერ მოთხოვნილი კონტენტი Google-მა არ წაშალა.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend