მთავარიევროპაუკრაინაომი გრძელდება - რუსული არტილერია ხარკივს ინტენსიურად ბომბავს

ომი გრძელდება – რუსული არტილერია ხარკივს ინტენსიურად ბომბავს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, “აზოვსტალში” საერთო ჯამში 1730 უკრაინელი სამხედრო აიყვანეს ტყვედ, მათ შორის 771 უკრაინელი ჯარისკაცი, ბოლო 24 საათში დანებდა.

ტყვედ აყვანილი უკრაინელი სამხედროებიდან 80 მძიმედ არის დაჭრილი.

”დაჭრილ ნაციონალისტ სამხედროების დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობენ”, –  აცხადებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი იგორ კონაშენკოვი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მოსკოვმა უკრაინაში ინტერვენციის პირობებში კატასტროფული შეცდომები დაუშვა.

”ყველამ ვიხილეთ თუ როგორი მეთოდებით აწარმოებს კრემლი ომს. რუსული მხარე  გამოუცდელ ახალწვეულებს ბრძოლის ველზე საზარბაზნე ხორცად იყენებს, რუსი სამხედროები ჩვენს მოქალაქეებს ძარცვავენ. მათი შეიარაღება ძველია, საბჭოთა წარმოების, იყენებენ აკრძალულ შეიარაღებას და ანადგურებენ სკოლებსა და საავადმყოფოებს, მათ სარაკეტო რეზერვების უდიდესი ნაწილი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში დახარჯეს და სტრატეგიულ სამხედრო წარმატებას ვერ აღწევენ”,  – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

აზოვის ბატალიონის დანაყოფის, კრაკენის მეთაურის ოლეგ სუპერეკას ინფორმაციით, მარიუპოლში დაჭრილი უკრაინელი სამხედროებიდან ბევრი გადაარჩინეს, ქალაქისათვის ბრძოლა კი უკრაინელი სამხედროების თავდადების ახალ სიმბოლოდ იქცა.

”მარიუპოლის შესახებ ბოლო ცნობები შემდეგია: ბევრი დაჭრილი სამხედრო ჩვენ გადავარჩინეთ, არამარტო აზოვის ბატალიონის ჯარისკაცები, არამედ 21 – ე და 36 – ე ბრიგადის სამხედროები. ყველა მათგანი დაჭრილი არ იყო, მაგრამ მათ შორის იყვნენ მძიმედ დაჭრილებიც. აზოვი რუსეთის ფედერაციაში აკრძალული ორგანიზაციაა, აზოვის ბატალიონი რუსეთის ტერიტორიაზე არ იბრძვის, მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე აწარმოებს სამხედრო ოპერაციებს. აზოვის ბატალიონი მშვიდობიან მოსახლეობას არ ერჩის, უკრაინელს თუ რუსს, აზოვის ბატალიონის ერთადერთი მიზანი სამშობლოს ოკუპანტებისგან გათავისუფლებაა”, – აცხადებს აზოვის ბატალიონის დანაყოფის, კრაკენის მეთაური ოლეგ სუპერეკა.

უკრაინული არმია აგრძელებს აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე ოკუპანტების შეტევების მოგერიებას.

რუსული არმია ხარკივის მისადგომებთან მარცხის შემდეგ ქალაქს არტილერიით ბომბავს. დონბასის რეგიონში მდებარე ქალაქ ბახმუტის მოსახლეობა მშობლიური მხარის დატოვებაზე უარს ამბობს, ეს დასახლება ქალაქ დონეცკიდან 80 კილომეტრში მდებარეობს. რეგიონში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend