მთავარიევროპაიტალიაიტალიურმა ენერგოგიგანტმა კომპანიამ „გაზპრომბანკში“ რუბლის ანგარიში გახსნა

იტალიურმა ენერგოგიგანტმა კომპანიამ „გაზპრომბანკში“ რუბლის ანგარიში გახსნა

იტალიური ენერგოგიგანტი „ენი“ დაემორჩილა მოსკოვის მოთხოვნას და „გაზპრომბანკში“ გახსნა ევროსა და რუბლის საბანკო ანგარიში. მან უკვე რამდენიმე დღეში უნდა გადაიხადოს რუსული ბუნებრივი აირის საფასური.

კომპანიაში, რომლის 30-პროცენტიან წილს სახელმწიფო ფლობს, აცხადებენ, რომ ანგარიშსწორება კვლავინდებურად ევროთი განხორციელდება. ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიუსელში შეშფოთებას გამოთქვამენ.

ევროკომისიის მთავარი სპიკერი ერიკ მამერი აღნიშნავს, რომ წევრმა ქვეყნებმა მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება გარკვეული სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. წევრ ქვეყნებს აქვთ ვალდებულება, აღასრულონ ეს გადაწყვეტილება, რომელსაც  ევროკავშირში კანონის ძალა აქვს.

იმ შემთხვევაში, თუ  რომელიმე ქვეყანა არ შეასრულებს ვალდებულებას, პროცედურების დარღვევისთვის მას რეგულაციები შეეხება.

კომპანია „ენიში“ აცხადებენ, რომ რუბლის ანგარიშის გახსნა სიფრთხილით გამოწვეული პრევენციული ზომაა და ისინი ანგარიშსწორებას ევროთი გააგრძელებენ.

იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპული ენერგოკომპანიების დიდმა ნაწილმა სწორედ ეს გზა აირჩია.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend