მთავარი ამერიკა აშშ აშშ-ის პრეზიდენტმა ბუფალოში მასობრივი სროლის შედეგად დაღუპულებს პატივი მიაგო

აშშ-ის პრეზიდენტმა ბუფალოში მასობრივი სროლის შედეგად დაღუპულებს პატივი მიაგო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა სამშაბათს ბუფალოში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი. ისინი იმ სუპერმარკეტთან მივიდნენ, სადაც თავდასხმა მოხდა.

შაბათს ქალაქ ბუფალოში ერთ-ერთმა შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. თავდასხმას ათი ფერადკანიანი ადამიანი ემსხვერპლა. სავარაუდოდ, მომხდარი ფერადკანიანთა მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულია.
სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა იარაღის შესახებ კანონის გამკაცრებაზე ისაბრა. მან ამერიკელებს მოუწოდა, დაგმონ რასიზმი და ხალხი კანის ფერის მიხედვით არ განასხვაონ.

“მე და ჯილს ერთი რამის თქმა გვსურს და ამას ჩვენ გულწრფელად გეუბნებით. ამერიკაში ბოროტება ვერ იზეიმებს. მე ამას გპირდებით. სიძულვილი ვერ გაიმარჯვებს. ვერც ისინი გაიმარჯვებენ, ვისაც ჰგონია, რომ მხოლოდ თეთრი რასის მხარდამჭერებს აქვთ უპირატესობა”, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

პრეზიდენტის განცხადებით, 18 წლის ეჭვმიტანილი, რომელიც თავის თავს ფაშისტსა და თეთრკანიან ნაციონალისტს უწოდებს, სიძულვილით შეპყრობილ უმცირესობას წარმოადგენს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend