მთავარიევროპარუსეთირუსი ჟურნალისტები თავშესაფარს საზღვარგარეთ ეძებენ

რუსი ჟურნალისტები თავშესაფარს საზღვარგარეთ ეძებენ

რუსეთის უკრაინაში შემჭრის შემდეგ, რუსეთში ცენზურა და პროპაგანდა გაიზარდა. ამ ფონზე, ბევრი რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი და აქტივისტი თავშესაფარს საზღვარგარეთ ეძებს.

„პროპაგანდა აქტიურად იყენებს იმ იდეას, რომ რუსეთის ფარგლებს გარეთ რუსები არავის მოსწონს. ხალხი ნამდვილად კარგავს იმის იმედს, რომ რაღაც შეიძლება შეიცვალოს, რომ რუსეთის გარეთ ვინმე მათზე ზრუნავს”, – ამბობს ასოციაცია თავისუფალი რუსეთისთვის წარმომადგენელი ანასტასია სერგეევა.

24 თებერვლიდან მოყოლებული იზრდება იმ რუსების რაოდენობა, რომლებიც უსაფრთხო გარემოს ეძებენ.

„ბევრია ვინც გაქცევას ცდილობს, ჩვენ მათ ვეხმარებით ინტეგრაციის პროცესში. უზრუნველვყოფთ იურიდიული კონსულტაციებით, ფსიქოლოგიური მხარდაჭერით. ომის შემდეგ გამოჩნდნენ ის რუსი მოქალაქეებიც, რომლებიც უკრაინიდან 2014 წლის შემდეგ წამოვიდნენ. ასევე არიან რუსი აქტივისტებიც, რომლებიც ახლა საფრთხის წინაშე არიან”, – ამბობს ანასტასია სერგეევა.

ჟურნალისტები ალინა და ანდრეი ყაზანიდან პოლონეთში გაიქცნენ. საქართველოსა და თურქეთში ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, ისინი მარტში ვარშავაში ჩავიდნენ.

„მე ყაზანში საპროტესტო აქციების გადასაღებად წავედი. ახალი რუსული კანონმდებლობის თანახმად, მათ ნებისმიერ დროს შეუძლოთ ჩვენი გაჩხრეკა და დაკავება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ თუ რუსეთში ცხოვრობ, მედიაში მუშაობ და ამ ომს ომს უწოდებ, მაშინ საფრთხის წინაშე ხარ. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია”, – ამბობს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ანდრეი გრიგორევი.

„ჰაერი იმდენად დამძიმდა, რომ უკვე სუნქვა შეუძლებელია. ჩვენი კოლეგები ყველგან არიან. ზოგი საქართველოშია, ზოგიც თურქეთში. ყველაგ სადაც კი წასვლა შეეძლოთ”, – თქვა ალინა გრიგორევამ.

ანდრეის თქმით, მათ ჟურნალისტებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ეს არის ფასი, რომელსაც სიმართლის გაშუქებისთვის იხდიან. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ვითარება კვლავ დაძაბულია, გამოკითხვებით ჩანს, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის პოლიტიკას კვლავ მაღალი რეიტინგი აქვს.

„მე არ მგონია, რომ ამ ომს რუსეთში ბევრი ეწინააღმდეგებოდეს. ზოგიერთმა საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვიტა, თუმცა ვფიქრობ, რომ პოლიტიკური მოტივი ამ გადაწყვეტილების მხოლოდ ერთი ნაწილია. მჯერა, რომ ბევრ მათგანს ეკონომიკური მდგომარეობა უფრო მეტად აწუხებს. ეკონომიკური კრიზისი ამჟამად, არც ისე მძიმეა, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეულ ინფორმაციას შიდა პრობლემების შესახებ“, – ამბობს ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი კასპერ ვანჩიკი.

თუ რამდენმა ადამიანმა დატოვა რუსეთი 24 თებერვლის შემდეგ ჯერჯერობით უცნობია.

ექსპერტების თქმით, მათი რაოდენობა შეიძლება 300 ათასი იყოს. ზოგის აზრით კი, მილიონზე მეტი.

პოლონეთი, სადაც ბელარუსის ოპოზიციის დიდი ნაწილი გადავიდა, ახლა რუს ოპოზიციონერებსაც იღებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend