შვედეთი შეუერთდა ფინეთს და ნატოში გაერთიანების სურვილი ოფიციალურად გამოთქვა.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით სკანდინავიური ქვეყნისთვის “ახალი ერა” იწყება.
“მთავრობამ გადაწყვიტა ეცნობებინა ნატოსთვის ქვეყნის ალიანში გაერთიანების სურვილის შესახებ. ჩვენი ქვეყნისთვის ახალი ერა იწყება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კონფერენციაზე.