მთავარიმსოფლიოევროპარუსეთი „იამალის“ მილსადენით ევროპას გაზმომარაგებას შეუწყვეტს

რუსეთი „იამალის“ მილსადენით ევროპას გაზმომარაგებას შეუწყვეტს

რუსეთი „იამალის“ მილსადენით ევროპას შეუწყვეტს ბუნებრივი აირის მიწოდებას, რადგან ევროპის ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს პოლონეთის მონაკვეთის ოპერატორ კომპანიას.
ამით ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების კიდევ ერთი გზა დაიკეტა. ფასები კი ყოველკვირეულად იზრდება.

2 კვირის წინ რუსეთმა ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა პოლონეთსა და ბულგარეთს. ახლა ორივე ქვეყანა ალტერნატიული წყაროების მოძიებას ცდილობს.
გერმანია, რომელიც „იამალის“ მილსადენის გადაკეტვით დაზარლდა, მოსკოვის ქმედებებს გმობს.

ვითარება სულ უფრო  უარესდება. რობერტ ჰაბეკი, გერმანიის მინისტრი ეკონომიკისა და კლიმატის საკითხებში, ამბობს, რომ შესრულდა ის მუქარა, რომელიც ბუნებრივი აირისა და ნავთობის იარაღად გამოყენებას უკავშირდებოდა.

პოლონეთში უკვე გამოხატეს პრეტენზიები.  მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთის მიერ ბუნებრივი აირის შეწვეტა კონტრაქტის დარღვევაა.

„გაზპრომი“  კი პირიქით,  ევროპულ ქვეყნებს ადანაშაულებს, რომ ისინი არღვევენ  ხელშეკრულებას, რადგან რუსეთს არ აძლევენ იმ მილსადენებისა და კომპანიების მართვის საშუალებას, რომლებშიც ისინი წილს ფლობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend