ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა გუშინ, 12 მაისს განაცხადეს, რომ ნატო-ში გაწევრების შესახებ განაცხადის გაკეთება მაქსიმალურად უნდა დაჩქარდეს. ნატოსთან ინტეგრაციის გადაწყვეტლებას სავარაუდოდ, მალევე მიიღებენ შვედეთშიც.
ამ ქვეყნებს ნეიტრალიტეტისა და სამხედრო ალიანსების მიღმა არსებობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ.
რამ განაპირობა მათი ეს გადაწყვეტილება და რას შეცვლის ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრება, ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელმა, პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ ისაუბრა