მთავარიგადაცემებითვითმხილველიახალი ცხოვრება, ახალი სკოლა: საფრანგეთი უკრაინელ ლტოლვილ ბავშვებს ხელგაშლილი ხვდება

ახალი ცხოვრება, ახალი სკოლა: საფრანგეთი უკრაინელ ლტოლვილ ბავშვებს ხელგაშლილი ხვდება

უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე – 24 თებერვლამდე –  7 მილიონ 500 ათასი ბავშვი ცხოვრობდა. აქედან დაახლოებით 2 მილიონი ახლა გაქცეულია და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანას აფარებს თავს.

ახალი ცხოვრბესი დაწყებას ლტოლვილობაში მყოფი უკრაინელი მოზარდები სკოლაში დაბრუნებით ცდილობენ. მე სფარანგეთში ჩავედი, რათა მენახა, როგორ ეგუებიან უკრაინელი ბავშვები ახალ რეალობას უცხოეთში.

“უამრავი ადამიანი გააუპატიურეს და დახოცეს ისე, გასართობად.  თუ არ გინდა, ეს ნახო და ამის მომსწრე იყო, უნდა წახვიდე“ –  ამბობს 17 წლის სერჰი ჰორბონოსი.

ძნელად წარმოსადგენია, რომ სკოლის მერხთან მჯდომი მოზარდი ასე მსჯელობდეს, მაგრამ 17 წლის სერჰიმ სწორედ ეს მითხრა, როდესაც შევხვდი. იგი საფრანგეთში 26 კაციან უკრაინელების ჯგუფს ჩამოჰყვა, ყველა მათგანი დნიპროდან, აღმოსავლეთ უკრაინიდან ჩამოვიდა. მათ მშობლები უკრაინაში დატოვეს. მართალია ჯგუფის წევრი ახალგაზრდები ერთ ქალაქში ცხოვრობდნენ, მაგრამ მანამდე ერთმნეთს არასოდეს შეხვედრიან, ახლა კი თვლიან, რომ ერთი დიდი ოჯახის წევრები არიან.

„ჩვენ ყველას გვესმის, რომ ერთნაირ მდგომარეობაში ვართ. თუ რომელიმე მშობელს დაკარგავს, ეს ყველასთვის ყველაზე ცუდი რამ იქნება და ყველა დავეხმარებით,“ – ასე ფიქრობს სერჰი.

სერჰის „დიუას სკოლის კომპლექსში“ (Diois School Complex) შევხვდი, სამხრეთი საფრანგეთის ქალა დიში. ვერკორის მთების კალთებზე შეფენილი ქალაქი დი უზარმაზარი შვება აღმოჩნდა ომით დაქანცული უკრაინელებისთვის. სკოლის მენეჯმენტმა  უკრაინელი მოწაფეებისთვის ფრანგული ენის სწრაფი შესწავლის კურსი შექმნა, რათა მათ უცხო ქვეყანაში ინტეგრაცია გაუდვილდეთ.

სკოლის მასწავლებელი მიხნის, რომ კლასში ომზე არ საუბრობენ. ახალი მოწაფის ფრანგულის გამოთქმის შეცდომებზე კლასში ხანდახან ხითითი ისმის, მერე უხერხული სიჩუმეა, მაგრამ არასწორად წარმოთქმულ ბგერას ისევ სიცილი მოსდევს.

დიუას სკოლის დირექტორი ჟან-ივ ებელი  თვლის, რომ სპეციალური პროგრამის მიზანი ის კი არ არის, რომ მოზარდებს მხოლოდ ფრანგული ასწავლოს, არამედ ისიც, რომ მათ ახალგაზრდული ცხოვრება უკან დაუბრუნოს.

ჟან-ივ ებელი, დიუას სკოლის დირექტორი ჟან-ივ ებელი:

„განათლების ერთ-ერთი მისია ის არის, რომ მოწაფეებს პიროვნული განვითარებისა და კეთილდღეობის განვითარება შეძლოს.“

როგორც ვნახე, უკრაინელი მოწაფეების ფრანგულ სკოლაში ასიმილაცია დიდი სიყვარულითა და ზრუნვის ქვეშ მიმდინარეობს.  გრძნობები მომერია, როდესაც 9 წლის კიევიდან ჩამოსული ანდრი ვინახულე თავის ახალ კლასში ლიონში. ის ერთადერთი არაფრანგულენოვანი მოწაფე იყო 30 ბავშვიან კლასში. მისი მასწავლებელი ბიჭთან ურთიერთობისთვის მობილურის თარჯიმნის სპეციალურ აპლიკაციას იყენებდა. მის ცხოვრებაში დრამატული ცვლილების შემდეგ ანდრი  თანდათან ეგუება ახალ გარემოს და  უფრო მეტი ესმის.

ყველა სკოლა, რომელიც კი მოვინახულე, გაღიმებულმა დავტოვე, თან არ მშორდებოდა ერთი ფიქრი: რომ ყველა ეროვნებისა და წარმოშობის ლტოლვილი იმსახურებს ისეთსავე მოპყრობას, როგორიც უკრაინელების მიმართ გამოიჩინეს.

ავტორი: მონიკა პინა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend