მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარირა ხდება სომხეთში - ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი

რა ხდება სომხეთში – ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი

დღეს, 12 მაისს, ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მთიანი ყარაბაღის ზავის შემდეგ კიდევ ერთხელ გავარდა ტყვია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და დაიწყო მორიგი კონფლიქტი საზღვრებზე. ამჯერად არა მხოლოდ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, არამედ სიუნიქისა და გეღარქუნიქის პროვინციებშიც.

შემდეგ იყო დაძაბულობა 2021 წლის ივლისში, სომხეთისა და ნახიჩევანის საზღვართან, შემდეგ ისევ გეღარქუნიქის პროვინციასთან. ბოლოს ტყვია გავარდა უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, მარტის ბოლოს, როცა აზერბაიჯანულმა მხარემ დაიკავა სტრატეგიული სიმაღლე, საიდანაც, სამხედრო ექსპერტების განმარტებით, ქალაქ აგდამის დაცვა იყო შესაძლებელი…

დაძაბულობა და გაურკვევლობაა დიპლომატიურ ომშიც, რაც ისახება სომხეთის შიდა პოლიტიკაზეც. აპრილის დასაწყისიდან ერევანში მასშტაბური საპროტესტო აქციებია. ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები ითხოვენ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების დათმობის გამო.

რა ხდება სომხეთში – ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი საუბრობს “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend