მთავარიაზიასირიასაერთაშორისო საზოგადოებამ სირიის დასახმარებლად 6.5 მილიარდი ევრო შეაგროვა

საერთაშორისო საზოგადოებამ სირიის დასახმარებლად 6.5 მილიარდი ევრო შეაგროვა

6.5 მილიარდი ევრო – ეს ის თანხაა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ სირიელი ხალხისა და ლტოლვილების დასახმარებლად მოაგროვა. აქედან 1.6 მილიარდი ევრო გამოყო ევროკავშირმა.  გუშინ, 10 მაისს ბრიუსელში გაიმართა  ყოველწლიური კონფერენცია,  რომელიც სირიის მომავალს ეძღვნება.  სამწუხაროდ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო  რეგიონში მიმდინარე 10-წლიან კონფლიქტს იმდენ ყურადღებას აღარ უთმობდნენ.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოსეფ ბორელს მიაჩნია,  რომ მათი მორალური პასუხისმგებლობაა, დაეხმარონ ქვეყანას, რომელიც უპრეცედენტო ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. მისი თქმით, სირიაში მცხოვრები სირიელების 90 პროცენტი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს,  მხოლოდ  ასადი და მისი გუნდის წევრები არ არიან ასეთ მდგომარეობაში. გაჭირვებული მოსახლეობის 60 პროცენტს საკვები, ფაქტობრივად, არ აქვს.

წლევანდელ კონფერენციაზე 55-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა. თუმცა ერთ-ერთი სირიელი აქტივისტი სავსან აბუ ზაინედინი  ამბობს,  რომ ადრე დაპირებული თანხა ჯერ კიდევ არ მისულა სირიელ ხალხამდე. მისი თქმით, დახმარებამ გააუმჯობესა პირობები, ყოველ შემთხვევაში ხელი შეუწყო ვითარების გამოსწორებას სხვადასხვა თვალსაზრისით. თუმცა გაჩნდა სახიფათო ტენდენციებიც, რადგან ეს დახმარება გარკვეულ შემთხვევებში ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დარღვევასა და საზოგადოების დაყოფას. გარდა ამისა, თანხა იმ ადამიანებისა და ჯგუფების ხელში აღმოჩნდა, რომლებიც არასათანადოდ განაგებენ მას.

ევროპის საგარეო პოლიტიკის უფროსი პირობას დებს, რომ უფრო სანდო პარტნიორებთან იმუშავებს.  კონფერენციაზე არ მიიწვიეს რუსეთი, რადგან ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ რუსეთი არ ასრულებს მშვიდობისმყოფლის   როლს.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend