მთავარიკუბიRutube-ი გაითიშა - რუსული ვიდეოჰოსტინგის მუშაობა შესაძლოა სამუდამოდ გაჩერდეს

Rutube-ი გაითიშა – რუსული ვიდეოჰოსტინგის მუშაობა შესაძლოა სამუდამოდ გაჩერდეს

რუსული ვიდეოჰოსტინგირუთუბი” 9 მაისს დილით გაითიშა.

კომპანიაში მიაჩნიათ, რომ კიბერთავდასხმა ზუსტად ამ დღეს დაგეგმეს, როდესაც პლატფორმაზე გამარჯვების დღის აღლუმის პირდაპირი ტრანსლაცია უნდა გაეშვათ.

“რუთუბის” ადმინისტრაცია თავიდან აცხადებდა, რომ მიმდინარეობდა სამუშაოები ვიდეოჰოსტინგის აღსადგენად და მომხმარებლების პირადი ინფორმაციის დასაცავად, თუმცა მოგვიანებით, იმავე დღეს ტვიტერზე გაჩნდა „რუთუბის“ არხების გამომწერების მისამართები.

კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ანონიმუსმა” აიღო, რომლის თქმითაც, მონაცემთა ბაზის 75% და სარეზერვო ბაზის 90% დაზიანებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ ალბათ „რუთუბი„ სამუდამოდ გაქრება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend