მთავარიამერიკაკუბაკუბაზე სასტუმროში მომხდარ აფეთქებას 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კუბაზე სასტუმროში მომხდარ აფეთქებას 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კუბაზე ხუთვარსკვლავიან სასტუმროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაკარგული ადამიანების ნათესავებს ჯერ კიდევ იმედი აქვთ,  რომ ახლობლებს ცოცხლებს იპოვიან.

გუშინ 9 მაისს კიდევ რამდენიმე ცხედარი ამოიყვანეს სასტუმრო „სარატოგის“ ნანგრევებიდან. ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა.

დაკარგულთა ახლობლები ახალი ამბების მოლოდინში ახლომდებარე პარკში არიან შეკრებილნი.

კუბის სახანძრო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში კიდევ 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. სამძებრო და სამაშველო ჯგუფები ძაღლების დახმარებით მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ბოლო ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულია 20 პირი.

96-ნომრიანი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ძველ ჰავანაში 2-წლიანი რემონტის შემდეგ უნდა გახსნილიყო.  წინასწარი ინფორმაციით, ძლიერი აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

დაზიანდა ახლომდებარე შენობებიც, მათ შორის კუბის ეროვნული გმირის ხოსე მარტის სახელობის თეატრის შენობა და ჯვარცმის ბაპტისტური ეკლესია.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, აფეთქების მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend