მესამე თვეა, ჟურნალისტები, ოპერატორები თუ ფოტორეპორტიორები თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად გვიყვებიან ომის ამბებს უკრაინიდან.
ადგილობრივი რეპორტიორები ომის ჟურნალისტებად იქცნენ.
უკრაინული მედიის მხარდასაჭერად საერთაშორისო კოალიცია შეიქმნა, რომლის ნაწილია გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ კამპანია, სახელწოდებით „ვეხმარებით უკრაინულ მედიას.“
უკრაინელი ჟურნალისტების მიმართ მსოფლიო და, მათ შორის, ქართული მედიის სოლიდარობის მნიშვნელობაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარემ თამარ რუხაძემ ისაუბრა.