მთავარიმსოფლიო"თქვენ შეგიძლიათ უკრაინას ფინანსურად დაეხმაროთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი შვიდეულის ქვეყნებს მიმართავს

“თქვენ შეგიძლიათ უკრაინას ფინანსურად დაეხმაროთ” – ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი შვიდეულის ქვეყნებს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს ფინანსური მხარდაჭერისკენ მოუწოდა. უკრაინის ლიდერმა კვირას დიდი შვიდეულის ქვეყნებს სიტყვით მიმართა. მასთან ერთად კიევში ვიზიტით მყოფი კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდოც იყო.

„ომი ჯერ კიდევ გრძელდება, ჩვენ ყოველთვიურად 5-7 მილიარდი დოლარის დახმარება გვესაჭიროება. ომი რომ დასრულდება, ყველაფერი, რაც რუსეთმა გაანადგურა, თავიდან უნდა ავაშენოთ. ეს 600 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან ბევრია, ამის შესაძლებლობა უკრაინას არ აქვს. მაგრამ თქვენ ეს შეგიძლიათ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მან ასევე მხარი დაუჭირა სანქციების ახლად შემუშავებულ პაკეტს, რომელიც რუსეთს კიდევ უფრო გაუმკაცრებს შეზღუდვებს იმპორტსა და ექსპორტზე. პრეზიდენტმა გააკრიტიკა უნგრეთი, რომელიც რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას აფერხებს.

ვიდეოკონფერენციისას დასავლელმა ლიდერებმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ქმედებები დაგმეს და განაცხადეს, რომ მისი გადაწყვეტილება მთელი რუსეთისთვისაა სამარცხვინო.

დიდმა შვიდეულმა, რომელიც მსოფლიოს შვიდ ყველაზე მდიდარ ქვეყანას აერთიანებს, მხარი დაუჭირა სანქციების ახალ პაკეტს. მათი მიზანია, თანდათან შეამცირონ რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება. მათ რუსეთს მოუწოდეს, შეწყვიტოს ბლოკადა, რათა უკრაინაში კვლავ აღდგეს სურსათის წარმოება და ექსპორტი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend