მთავარიაზიაერაყიკლიმატის ცვლილებით გამოწვეული გვალვა ერაყში მოსავალს საფრთხეს უქმნის

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გვალვა ერაყში მოსავალს საფრთხეს უქმნის

ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ომისა და არეულობის შემდეგ ერაყი კიდევ ერთი დიდი პრობლემის წინაშეა. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული წყლის დეფიციტი მნიშვნელოვანი თემაა ერაყისა და მისი 41-მილიონიანი მოსახლეობისთვის, რომელიც უკვე გრძნობს ამ შედეგებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ქვეყანაში დამშრალი მდინარეები, სწრაფი გაუდაბნოება და ინტენსიური ქვიშის ქარიშხლებია. ფერმერები მოსავლის გამო ღელავენ.

ერაყელი ფერმერი კამელ ჰამედი ამბობს, რომ მომავალი გაურკვეველია. მან და მისმა ოჯახის წევრებმა არ იციან,  როგორ გააგრძელონ ცხოვრება. კამელს არც სამსახური აქვს და არც ხელფასი. მოსახლეობას  წყლის პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფო არ ეხმარება. გვალვის გამო ისინი მომავალ წელს ვერაფერს დათესავენ.

წელს მხოლოდ 25 პროცენტის დათესვა შეძლეს. ფერმერებს მიაჩნიათ, რომ  სიტუაცია თუ არ შეიცვალა, ისინი უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

2019 და 2020 წელს მოსავალმა 5 მილიონ ტონას მიაღწია. ეს რაოდენობა, ერაყის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საკმარისია ერაყის მოქალაქეების უზრუნველსაყოფად.

წელს კი მხოლოდ 2,5-3 მილიონ ტონა ხორბალს ელიან. როგორც სამინისტროში აცხადებენ, საჭირო იქნება ხორბლის იმპორტი. თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ბაზარზე არასახარბიელო მდგომარეობაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend