გიორგი შერმადინი საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. ქართველმა ცენტრმა “ტენერიფეს” მაისურით ფინალურ შეხვედრაში “მანრესას” წინააღმდეგ 14 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა.
“ტენერიფემ” “მეტოქე” ანგარიშით 98:87 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ტიტული მეორედ მოიპოვა.
ჩემპიონობის გარდა გიორგი შერმადინმა ინდივიდუალური ჯილდოც მოიპოვა, გამოცდილი ცენტრი სეზონის სიმბოლურ ხუთეულში დასახელდა.