მთავარიგადაცემებიQATAR 365კატარის ბედაურების სამყაროში: წმინდა სისხლის არაბული ცხენები და მათი მხედრები

კატარის ბედაურების სამყაროში: წმინდა სისხლის არაბული ცხენები და მათი მხედრები

ცხენები  მრავალფეროვან და მნიშვნელოვან  როლს ასრულებენ კატარის კულტურაში. ეს განსაკუთრებით არაბულ ცხენს ეხება.

მერნების საუკეთესო წვრთნა

„ალ შაქაბის“ (Al Shaqab) ხუთვარსკვლავიანი თავლსა და საწვრთნელ ცენტრში ცხენოსნობის სიყვარულს ასწავლიან.

აქ მოხვედრის მსურველთა გრძელი სია მიანიშნებს, რომ თავლაზე დიდი მოთხოვნაა. აბდულრაჰამ ისა ალ ბუქარი მხედრების ოჯახიდანაა და ამ სპორტის სახეობას ცხრა წლის ასაკიდან მისდევს. ახლა ბიჭი თექვსმეტი წლისაა და მის ასაკობრივ კატეგორიაში დაწესებული ყველაზე სასურველი ჯილდოებიდან რამდენიმე უკვე მოპოვებული აქვს.

მისი ერთ-ერთი მწვრთნელი ბენაისა კენუსი, რომელიც მაროკოელი ჩემპიონი მოჯირითეების ოჯახიდანაა, ოცნებობს, რომ მისი რომელიმე მოწაფე მსოფლიო ჩემპიონატის ან ოლიმპიური თამაშების მონაწილეთა შორის იხილოს.

„ალ შაქაბის“ კიდევ ერტი მწვრთნელი მაისამ ალ შაჰაბი ფიქრობს, რომ ჟოკეის წარმატების გასაღები საკუთარ ცხენთან ძლიერი კავშირია. ბევრი მხედარი ამბობს, რომ ისინი განსაკუთრებულ თავდაჯერებას გრძნობენ იმის გამო,  თუ როგორ უვლიან  ამ ელიტურ საცხენოსნო ჰაბში ბედაურებს.

დიდოსტატი მხედრები

„ალ შაქაბი“ ცხენოსნობის  ოსტატების ნამდვილი მექაა. ამ ცენტრის ხელმძღვანელთაგან ბევრი თავად იყო ჩემპიონი, ზოგი კი ჩემპიონ მხედრების ოჯახიდან მოდის.  ხალიდ ალ ჯეჰანი ამ ორგანიზაციის სანაშენისა და სანახაობის  დეპარტამენტის მენეჯერი ამბობს, რომ როდესაც  „ალ შაქაბი“ დაარსდა 1992 წელს, მისი მტავრი მზიანი არაბული ცხენების სამშობლოში დაბრუნება იყო. ეს მიზანი გუნდმა წარამტებით განახორციელა და მისი გაწვრთნილი შვიდი ცხენი უკვე მსოფლიო ჩემპიონია.

ჩემპიონი მხედრები და ცხენები

„ალ შაქაბი“ რამდენიმე მსოფლიო დონის შეჯბრიბეას მასპინძლობს, მათ შორის არის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საცხენოსნო შეჯიბრება CHI Al Shaqab-ი, რომლსი ფარგლებშიც მხედრები ოლიმპიურ დისციპლინებში ეჯიბრებიან, როგორებიცაა  დაბრკოლების გადალახვა, დრესაჟი და პარა-დრესაჟი. ეს  ამ ტიპის ერთადერთი შეჯიბრებააა, რომელიც ახლო აღმოსავლეთისა და აზიის რეგიონში ტარდება და აქ მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოს საუკეთესო მოჯირითეები და ცხენები  ჩამოდიან. ადგილობრივი მხედრები თავიანთ სიტყვას ამბობენ. ერთი მათგანია მოჰამედ ჰაიდანი – კატარის შეჯიბრების გამარჯვებული ცხენით ხტომაში და  ვეჯდან ალ მალკი – კატარის დრესაჟის ჟოკეი.

„ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს არენაზე ვიასპარეზებდი იმ 20 მხედართან ერთად, რომელთაგან 19 მსოფლიოს საუკეთესო ჟოკეია. და თუ მე გამომივიდა ეს, ნებისმიერს გამოუვა“, – ამბობს ვეჯდანი.

საერთაშორისო ასპარეზობის ჟოკეი ირლანდიელი შეინ ბრინი ამბობს, რომ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოედნის სირთულემ წელს Longines Global Champions-ის ტურზე.

კატარში სხვა დიდი შეჯიბრებებიც ტარდება. მაგალითად Katara-ს   არაბული ცხენის საერთაშორისო ფესტივალი (Katara International Arabian Horse Festival). შეჯიბრების მონაწილეებს მათი ხტომის ხელოვნების დახვეწილობისა და სილამაზის მიხედვით აფასებენ.

რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში არაბული ცხენი მომთაბარე ბედუინების გვერდით ცხოვრობდნენ. უდაბნოს მკაცრ პირობებში ცხოვრების გამო ამ ჯიშის ცხენს ფილტვები ძალიან განუვითარდა. ისინი საოცრად გამძლეები არიან.

Katara-ს ღონისძიებებისა და კულტურული საკითხების დირექტორი დოქტორი ხალიდ აბდულრაჰმან ალ-საიედი ხაზს უსვამს, რომ ცხენი მათი კულტურის ნაწილია.

აშკარაა, რომ კატარში  ცხენებზეც ზრუნავენ და მომავალი მხედრების აღზრდაზეც.

ავტორები: მირანდა ატი და შეჰერაზადე საფლა

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend