მთავარისაქართველოსაქართველოში ლგბტქი ადამიანების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება მცირდება - გაეროს კვლევა

საქართველოში ლგბტქი ადამიანების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება მცირდება – გაეროს კვლევა

საქართველოში ლგბტქ ადამიანების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება მცირდება, თუმცა მათი უფლებების დაცვა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება – ამის შესახებ გაეროს ახალ კვლევაშია საუბარი.

დღეს, 6 მაისს შვედეთის მთავრობისა და გაეროს სამი სააგენტოს — გაეროს ქალთა ორგანიზაციის გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA)  ხელშეწყობით ახალი კვლევების პრეზენტაცია ჩატარდა, რომელიც სექსუალური უმცირესობების მიმართ არსებულ საზოგადოებრივ დამოკიდებულებას შეეხებოდა.

პროექტის ფარგლებში მომზადდა ორი კვლევა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოში ლგბტქი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა შეაფასა, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა კი საზოგადოების ცოდნა, ინფორმირებულობა და დამოკიდებულება გამოიკვლია.

პრეზენტაციაზე დამსწრეებს სიტყვით გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა მიმართა.

„სასიხარულოა იმის ცოდნა, რომ საქართველოში ლგბტქ თემის წარმომადგენელთა მდგომარეობა გაუმჯობესდა. მაგალითად, უკეთესობისკენ შეიცვალა მათი დასაქმების საკითხი. ახლა უმცირესობის უფრო ნაკლები წარმომადგენელია უმუშევარი. ამასთანავე, საზოგადოებაში გაიზარა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც სურვილი აქვს ამ ჯგუფის წარმომადგენლებს დაეხმაროს“, – საბინა მახლი.

კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 48.2% ფიქრობს, რომ „ლგბტქი ადამიანები სინამდვილეში პრივილეგიებისთვის იბრძვიან და არა — თანასწორუფლებიანობისთვის

39.5% მიიჩნევს, რომ ჩვენს ქვეყანაში ლგბტქი ადამიანების უფლებები დაცულია.

38.6% ფიქრობს, რომ სახელმწიფო სათანადოდ არ რეაგირებს ლგბტქი ჯგუფის მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის ფაქტებზე.

30.7% აფასებს სახელმწიფოს რეაგირებას, როგორც ადეკვატურს.

დღევანდელ პრეზენტაციას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და პოლიტიკოსები.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებთან შედარებით, მოსახლეობის დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა მიმართ უფრო ტოლერანტული გახდა, ლგბტქი ჯგუფის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება კვლავაც გამოწვევად რჩება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend