საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაციას იწყებს, რაც შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას და სწავლებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას გულისხმობს თიანეთის, გორის, წალკის, ასპინძის, ახალციხის, ამბროლაურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.
რა იგეგმება რეაბილიტაციის ფარგლებში და როგორია ვითარება საქართველოს მთიანი რეგიონების სკოლებში, ევრონიუს ჯორჯიას ეთერში განათლების ექსპერტმა რევაზ აფხაზავამ ისაუბრა.