მთავარიევროპაუკრაინასამხრეთის ფრონტზე უკრაინული არმია წინ მიიწევს

სამხრეთის ფრონტზე უკრაინული არმია წინ მიიწევს

რუსული გენშტაბის წარმომადგენელთა მტკიცებით, ბოლო 24 საათში სარაკეტო შეტევის შედეგად მათ 600 უკრაინელი ჯარისკაცი და 61 სამხედრო ობიექტი გაანადგურეს.

რუსული სარაკეტო დარტყმის სამიზნე გახდა საავიაციო შეიარაღების საწყობი კიროვოგრადის აეროპორტთან და მიკოლაევთან ახლოს მდებარე საწვავისა და ტყვია – წამლის საწყობები.

საერთო ჯამში, რუსმა სამხედროებმა სარაკეტო შეტევა უკრაინის არმიის 93 სამხედრო ობიექტზე მიიტანეს.

უკრაინის გენშტაბში ამბობენ, რომ სამხრეთის ფრონტის ხაზზე რუსი ჯარისკაცებისგან განთავისუფლებულია ხერსონთან და მიკოლაევთან ახლოს მდებარე დასახლებები.

აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე, დონბასის რეგიონში უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსი სამხედროების 11 შეტევა მოიგერიეს, რუსულმა არმიამ დიდი დანაკარგებით უკან დაიხია.

უკრაინაში მიმდინარე წარუმატებელი სამხედრო კამპანიის ფონზე, მოსკოვში 9 მაისს დაგეგმილი აღლუმისათვის ემზადებიან, წითელ მოედანზე 11 ათასი ჯარისკაცი ჩაივლის.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინა ომში გაიმარჯვებს.

“მე არ ველი მოსკოვთან შეთანხმების გაფორმებას, ვინაიდან რუსებს მოლაპარაკებების წარმოებას ომი ურჩევნიათ. თუ საუბარი გსურს, დონბასში ათასობით ჯარისკაცითა და ტანკებით შეტევას არ უნდა იწყებდე, თუ მოლაპარაკებები გსურს აზოვსტალის ქარხანა ალყაში არ უნდა მოაქციო და ყოველდღე 24 საათის განმავლობაში არ უნდა ბომბო. ჩვენ ომში გამარჯვების გარდა სხვა გზა არ გვაქვს, სასწორზე ჩვენი ერის ბედი დევს და არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ დანებებას“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.

დასავლეთ ფინეთში კი გაერთიანებული სამეფოს, ლატვიის, ლიეტუვის, ამერიკის შეერთებული შტატების, ესტონეთის, ფინეთისა და შვედეთის ჯარების მონაწილეობით სამხედრო მანევრები მიმდინარეობს.

ფინეთისა და შვედეთის მთავრობები მომავალ კვირას გამოაცხადებენ მათ გადაწყვეტილებას ნატოში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend