“ლივერპული” უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. ინგლისურმა კლუბმა ნახევარფინალში “ვილიარეალი” დაამარცხა.
განმეორებითი მატჩის პირველი ნახევარი ესპანელთა უპირატესობით წარიმართა. უნაი ემერის გუნდმა ბულაიე დიასა და ფრანსის კოკლენის გოლებით სერიაში ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მეორე ტაიმში “ლივერპულმა” სამი გოლი გაიტანა, მატჩიც მოიგო, სერიაც და ფინალის საგზურიც მოიპოვა. გოლები ფაბინიომ, ლუის დიასმა და სადიო მანემ გაიტანეს.
ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ლივერპული” მესამედ იასპარეზებს.
ფინალში “ლივერპულის” მეტოქე “რეალ მადრიდსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამარჯვებული იქნება.