მთავარიევროპაბელგიაბრიუსელში უკრაინული სკოლა გაიხნსა

ბრიუსელში უკრაინული სკოლა გაიხნსა

კიევის სკოლიდან ბრიუსელის სკოლამდე. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ათასობით ლტოლვილი მოსწავლე იძულებული გახდა,  სახლიდან შორს გაეგრძელებინა სწავლა. ჰელენა 14 წლის დიმასა და ექვსი წლის მაქსიმის დედაა. იგი ახლა ბრიუსელში თავის უმცროს შვილს სკოლაში მიაცილებს. იგი გახარებულია, რადგან  ახლახან უკრაინული სკოლა „ვესნა“ გაიხსნა.

ჰელენა შვაბი ლტოლვილია უკრაინიდან. მას მიაჩნია, რომ ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა უკრაინელებისთვის. ბავშვებს უჭირთ მეგობრების პოვნა. მისი უფროსი შვილი დიმა სახლიდან არ გამოდიოდა,  მაქსიმს კი არ უნდოდა იმ ბავშვებთან თამაში, რომლებიც მხოლოდ ფრანგულად საუბრობენ.  მას ენა არ ესმის და ვერ იგებს, რას ლაპარაკობენ.

გამოწვევების წინაშეა სალიან მაკალპნინი. იგი მოხალისედ მუშაობს ინგლისურის მასწავლებლად. ახლა მას ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ბავშვებთან უწევს ურთიერთობა.

სალიან მაკალპნინი იხსენებს ერთ შემთხვევას. მასთან მოვიდა მოსწავლე, რომელიც თავს მაღლა არ წევდა. მას თვითმფრინავის ხმაც აშინებდა. თუმცა მასწავლებელთან გასაუბრების შემდეგ  ბავშვი ნელ-ნელა გაიხსნა. დედამაც დაარწმუნა შვილი, რომ  ეს უსაფრთხო ადგილი იყო.

მარია ამ მრავალენოვანი და უფასო სკოლის დამფუძნებელია. მას სურს, ბავშვებს ბელგიაში გადასვლასა და ინტეგრაციაში დაეხმაროს.

სკოლაში შერეული ასაკობრივი ჯგუფებია. 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები ერთად არიან, ასევე ჯგუფებში განაწილებული არიან 9-დან 12-მდე და 12-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვები. მარია ამბობს, რომ სასწავლო პროცესი ამ ჯგუფებსა და ბავშვების ფსიქოემოციურ მდგომარეობას უნდა მოარგონ. ზოგიერთთან საჭიროა ეტაპობრივი და ფრთხილი მუშაობა,  რადგან მათ მძიმე ტრავმის გადატანა მოუწიათ.

მიუხედავად იმისა, რომ უცხო გარემოში არიან, აქ ბავშვებს უკრაინულ ენაზე შეუძლიათ სწავლა. პარიზშიც გეგმავენ 2 უკრაინული სკოლის გახსნას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend