მთავარისაქართველოპირბადის ტარება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებეშია სავალდებულო

პირბადის ტარება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებეშია სავალდებულო

დღეიდან საქართველოში დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება. გამონაკლისს მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აფთიაქები და კლინიკები წარმოადგენენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ამ საკითხზე  სამედიცინო სფეროს ექსპერტებთან ერთად იმსჯელა.

“ჩვენ გვაქვს ძალიან სტაბილური სურათი. დღეს 51 შემთხვევა გვქონდა მხოლოდ და მშვიდი ვითარებაა ამ მიმართულებით. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო შევამსუბუქოთ რეგულაციები და, როგორც უკვე მოგახსენეთ, დღეიდან პირბადის ტარება აღარ იქნება სავალდებულო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და კოვიდ-19-ის ინფექციის მაჩვენებლის შემცირების გამო საქართველოში კორონავირუსის მონაცემები ყოველდღე აღარ გამოქვეყნდება.

„მონაცემები, მაგალითად, ინფიცირების მაჩვენებლები, გარდაცვალების შემთხვევებისა და დადებითობის მაჩვენებლები, რომლებიც აქამდე ქვეყნბდებოდა ყოველდღიურად, ახლა უკვე გამოქვეყნდება კვირაში ერთხელ, მხოლოდ სამშაბათ დღეს“, – ამბობს თამარ გაბუნია, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

პირბადის ტარება, რეგულაციის მიხედვით,  დახურულ თუ ღია სივრცეში სავალდებულო იყო. ამ წესის დარღვევისთვის კი ჯარიმა 20 ლარს შეადგენდა. სამედიცინო ნიღბის ღია სივრცეში ტარება 2022 წლის 28 მარტიდან სავალდებულო აღარ არის.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend