ომი და ფული

შეიარაღებული ძალები, არმია, ოფიცერთა კორპუსი და ჯარისკაცი ნებისმიერი სახელმწიფოს საფუძველია.

შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფა, მითუმეტეს ეროვნული წარმოების იარაღით საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

გლობალური მასშტაბით წელს სამხედრო ხარჯები მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს შეადგენს.

ვაშინგტონი, როგორც ბევრი სხვა მიმართულებით, ამ შემთხვევაში და თვალსაზრისით ლიდერია – ვაშინგტონი ძირითად აქცენტს თანამედროვე შეიარაღებაზე აკეთებს.

პეკინი უკვე 27 წელია სამხედრო ბიუჯეტს ყოველწლიურად ზრდის.

2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბიუჯეტი 72 პროცენტით არის გაზრდილი.

ნიშნავს თუ არა დიდი სამხედრო ბიუჯეტი გარანტირებულ სამხედრო ტრიუმფს?

ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით სასაუბროდ “ევრონიუს ჯორჯიამ” საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსი მკვლევარი და ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე მოიწვია.

მასთან ვისაუბრეთ საქართველოს სამხედრო ბიუჯეტის დინამიკაზე,სამხედრო ბიუჯეტსა და წარმატებულ სამხედრო კამპანიას შორის ბალანსზე და  პეკინს, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მიმდინარე გეოპოლიტიკურ შეჯიბრზე და სამხედრო ბიუჯეტის საკითხზე.

იტალიელი არისტოკრატი და სამხედრო მეთაური, ჯიან ჯიაკომო ტრივულციო ამბობდა. რომ ომის წარმოებისათვის მხოლოდ და მხოლოდ სამი რამ არის საჭირო, ფული, ფული და ფული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend