მთავარიევროპაუკრაინააზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილი გამოიყვანეს

აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილი გამოიყვანეს

უკრაინული წყაროების მიხედვით, ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლის ფოლადის ქარხნის დაბომბვა ჯერ კიდევ გრძელდება, მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილი უკვე გაიყვანეს ქალაქიდან.

გუშინ, 1 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა კადრები,  თუ როგორ გამოჰყავთ მშვიდობიანი მოსახლეობა აზოვსტალის ქარხნის კომპლექსიდან.

აზოვის პოლკის მიერ გამოქვეყნებულ კადრებშიც ჩანს, როგორ ეხმარებიან 100-მდე ადამიანს მიწისქვეშა თავშესაფრებიდან გამოსვლაში. ისინი ავტობუსებით გადაჰყავთ როგორც რუსეთის, ისე უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე.

თავშესაფარში მყოფი მოქალაქეები უმძიმეს მდგომარეობაში იყვნენ. მათ არც საკვები ჰქონდათ, შიმშილის ატანა განსაკუთრებით ბავშვებს გაუჭირდათ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გაეროსა და „წითელ ჯვარს“ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ორგანიზებისთვის და აღნიშნა, რომ მრავალკვირიანი მოლაპარაკებების, უამრავი მცდელობისა და შეხვედრის, სხვადასხვა ხალხისა და ქვეყნების ჩართულობის წყალობით შესაძლებელი გახდა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის დაწყება.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება მუდმივად ცდილობდა, ხალხის გადასარჩენად გამოსავალი მოეძებნა.

როგორც ვარაუდობენ, მარიუპოლში ჯერ კიდევ 100 000 მოსახლემდეა ჩარჩენილი. მათ შორისაა 1000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც 2000 უკრაინელ მებრძოლთან ერთად აზოვსტალის ქარხნის მიწისქვეშა თავშესაფარში არიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend