საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი მილოშ ვისტრჩილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვია. ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართავს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სპიკერები პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
მილოშ ვისტრჩილი საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებსაც შეხვდება.
დაგეგმილია ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრების შეხვედრა ქართველ კოლეგებთან.
მილოშ ვისტრჩილი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად მოინახულებს საოკუპაციო ხაზს სოფელ ოძისში. შეხვედრები დაგეგმილია აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ალეკო გვეტაძე