მთავარისაქართველომართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას აღნიშნავს. მორწმუნეები ამ დღეს აღდგომის დღესასწაულის განახლებას ეძახიან და აღდგომის დღესასწაულიდან ერთ კვირაში აღინიშნება.

მართლმადიდებელი ქრისტიანები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან.

ამ მნიშვნელობის გარდა, აღდგომის მომდევნო კვირა, ანუ კვირაცხოვლობა, სხვაგვარად იწოდება თომას კვირად, რადგანაც ამ დღეს ქრისტიანები იხსენებენ თომას რწმენაში მოსვლის სასწაულს. თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ აღავლინა და მორწმუნეებს საქართველოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევა გადასცა.

“სახარება მოგვითხრობს, რომ უფლის მკვდრეთით აღდგომის პირველივე დღეს იგი ეცხადება თავის მოციქულებს, რომელთა შორის არ იმყოფებოდა თომა მოციქული. შემდეგ, როდესაც მოციქულებმა მოუთხრეს თომას ამ გამოცხადების შესახებ, თომა დამწუხრდა, რომ არ იმყოფებოდა მათთან ერთად და თქვა ასეთი სიტყვები, რომ „სანამ ჩემი ხელით არ შევეხები მის ნალურსმებს და ჭრილობებს, არ ვირწმუნებ მის მკვდრეთით აღდგომას. რწმენის გარეშე ვერცერთი ადამიანი ვერ ცოცხლობს სინამდვილეში. ზოგი ვერც აცნობიერებს ამას, მაგრამ სინამდვილეში ყველას რაღაცის ან ვიღაცის სწამს. უბრალოდ, საქმე ისაა, ვისი რწმენაა უფრო მართებული და ღვთისთვის სათნო. დღევანდელი სახარებიდან ჩანს ისიც, რომ უფალი იესო ქრისტე ზრუნავს არა მარტო თომასთვის ამ შემთხვევაში, არამედ ყველა ჩვენგანისთვის”, – განაცხადა მეუფე შიომ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend