საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 1,1%-ით შემცირდა.
საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 688.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია.
ამავე ანგარიშის მიხედვით, გაიზარდა ემიგრანტთა რაოდენობა. ქვეყნიდან ემიგრაციაში წასულთა რიცხვი 2020 წელთან შედარებით თითქმის 35-ით გაიზარდა. ემიგრაციაში გასულ წელს თითქმის 100 000 ქართველი წავიდა. იმიგრანტების რიცხოვნობა 17.8 პროცენტით შემცირდა და 74 008 კაცი შეადგინა.
ამავე პერიოდში, იმიგრანტების 82.5 პროცენტი და ემიგრანტების 88.6 პროცენტი,
შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.
საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2022 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 10,6%-ით გაიზარდა. ხოლო I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 14.4%-ით განისაზღვრა.
ალეკო გვეტაძე