2 მაისიდან საქართველოში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება.
ინჟინერია, სოფლის მეურნეობა, სტუმარ-მასპინძლობა – ეს მცირე ჩამონათვალია იმ სფეროებისა, რომლებშიც სასურველი პროფესიის დაუფლება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.
როგორია პირობები და რამდენად თანხვედრაშია პროფსასწავლებლებში მიღებული ცოდნა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან – „ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, თამარ ქიტიაშვილმა ისაუბრა