მთავარიევროპაუკრაინაანტონიუ გუტერეშის ვიზიტის დროს კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

ანტონიუ გუტერეშის ვიზიტის დროს კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

გაეროს გენერალური მდივნის კიევში ვიზიტის დროს ქალაქში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. ანტონიუ გუტერეში და მისი კოლეგები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.

ქალაქის მერის ინფორმაციით, 25-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველი და მეორე სართული ნაწილობრივ განადგურდა. შემთხვევა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის პრესკონფერენციის შემდეგ მოხდა.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში აღშფოთებას ვერ მალავს კიევში მომხდარი თავდასხმის გამო. მისი თქმით, კიევი  წმინდა ქალაქია როგორც უკრაინელი, ისე რუსი ხალხისთვის და ეს ულამაზესი, ისტორიული თუ კულტურული მნიშვნელობისა და მემკვიდრეობის მქონე ქალაქი არ უნდა დაინგრეს.

ზელენსკის განცხადებით, დედაქალაქს 5 რაკეტა ესროლეს. პრეზიდენტმა თავდასხმა  ბარბაროსულ ქმედებად შეაფასა.

ამავდროულად, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს დამატებით 33 მილიარდ დოლარს სთხოვს უკრაინის დასახმარებლად.

თანხა გამოყოფილი იქნება სამხედრო, ჰუმანიტარული და ეკონომიკური საჭიროებისთვის. თეთრი სახლი მოუწოდებს სხვა ქვეყნებს, გააგრძელონ უკრაინის დახმარება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend