მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSგაეროს გენერალურმა მდივანმა ბუჩაში მომხდარი მოვლენების საფუძვლიანი გამოძიება მოითხოვა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბუჩაში მომხდარი მოვლენების საფუძვლიანი გამოძიება მოითხოვა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი უკრაინაში ომის დანაშაულის სავარაუდო ადგილები მოინახულა.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მას ვიზიტისთვის და განაცხადა, რომ უკრაინა აფასებს გენერალური მდივნის მცდელობას, რომელიც ვითარების დეესკალაციას ისახავს მიზნად და ეთანხმება, რომ ყველანაირი შესაძლებლობა უნდა იქნეს გამოყენებული მშვიდობის დასამყარებლად.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გაეროს გენერალური მდივანი პირადად შეესწრო ომის დანაშაულს, რომელიც რუსეთმა კიევის მახლობლად ჩაიდინა. მან  საკუთარი თვალით ნახა, როგორ მოექცნენ რუსი ოკუპანტები უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის ქმედებას გენოციდად აფასებს.

მოსკოვი კი კვლავ უარყოფს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმასა და ძალადობის შემთხვევებს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში აცხადებენ, რომ საქმე ბოლომდე უნდა იქნეს გამოძიებული და დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ.

უკრაინის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ აღძრულია 8000-ზე მეტი საქმე. მან დაასახელა 10 რუსი ჯარისკაცი,  რომლებიც ძალადობაში მონაწილეობდნენ.  მათ ასევე ბრალად ედებათ სექსუალური ხასიათის ქმედება, წამება, მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვა და ინფრასტრუქტურის განადგურება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend