“საქართველოს ახალგაზრდები და ისტორია: გამოცდილებები, დამოკიდებულებები და ღირებულებები”- ამ სახელწოდებით ჩატარებული კვლევის შედეგები ავტორებმა გუშინ, 28 აპრილს წარადგინეს.
კვლევა ჩაატარეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისმა და კვლევითმა ორგანიზაციამ- „ჩვენ ვიკვლევთ.“ მათ, მთელი საქართველოს მასშტაბით, 4 ათასზე მეტი მოსწავლე და მათი პედაგოგები ჩართეს კვლევაში.
შედეგების მიხედვით კი გამოიკვეთა გარკვეული მიგნებები და შემუშავდა რეკომენდაციები, რომელთა შესახებ „ევრონიუს ჯორჯიას’ ეთერში კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, განათლების ექსპერტმა სიმონ ჯანაშიამ ისაუბრა.