მთავარისაქართველოშალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანს შეხვდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა საკითხის განსახილველად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი PABSEC-ის გენერალურ მდივანს, ასაფ ჰაჯიევს შეხვდა. შეხვედრაზე შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა და ამჟამინდელი რეგიონული გამოწვევების საკითხები განიხილეს. ასევე, მიმოიხილეს უკრაინასა და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენები. აღინიშნა, რომ რუსული აგრესია უკრაინაში მძიმე შედეგების მომტანი იქნება რეგიონისთვისა და მსოფლიოსთვის. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა ქვეყნების მიერ ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მხარდაჭერის მნიშვნელობას თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა შავი ზღვის რეგიონში ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend