მთავარიევროპაუკრაინაბერლინი კიევს მძიმე შეიარაღებას მიაწვდის

ბერლინი კიევს მძიმე შეიარაღებას მიაწვდის

უკრაინული არმია მძიმე არტილერიის გამოყენებით იგერიებს დონბასში რუსული ჯარების შეტევას, ოკუპანტების არმია ნელი ტემპით მიიწევს წინ, მათ რამდენიმე უკრაინული სოფელი დაიკავეს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ წინ მძიმე დღეებია, თანამემამულეებს კი ერთიანობისკენ მოუწოდა, უკრაინელი ჯარისკაცები კი დანებებას არ აპირებენ.

“მტერი შეტევით ოპერაციას აგრძელებს, მათი მიზანი ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონებზე სრული კონტროლის დამყარებაა. მტერს სურს, რომ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულთან დამაკავშირებელი სახმელეთო კორიდორი შექმნას. ოკუპანტებმა შეტევის ტემპს მოუმატეს და საკმაოდ ძლიერი ცეცხლი გახსნეს დონბასში ფრონტის ყველა ხაზზე“, – აცხადებს უკრაინის გენერალური შტაბის პრესმდივანი ოლექსანდრ შტუპუნი.

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები კი უკრაინაში გასაგზავნ სამხედრო ტექნიკას ამზადებენ.

დასავლეთის მთელი რიგი სახელმწიფოები აგზავნიან უკრაინაში სამხედრო ტექნიკას, მათ შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა ბერლინის მიერ კიევისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებას.

ამ ეტაპზე გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ უკრაინას უკვე მიაწოდა 2 ათასზე მეტი ანტი – საჰაერო რაკეტა, ათასამდე ანტი – სატანკო ყუმბართმტყორცნი და მილიონობით სხვადასხვა კალიბრის ტყვია – წამალი. გერმანული სამხედრო ინდუსტრია ხელისუფლების ნებართვას ელის უკრაინისათვის 88 ტანკის და 100 ჯავშანმანქანის მიწოდების შესახებაც.

“უკრაინისათვის ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების ფონზე, აუცილებელია კიევისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებაც. საჭიროა, რომ გაიზარდოს უკრაინისათვის ფინანსური მხარდაჭერაც, უკრაინულ მხარეს პირდაპირი წვდომა უნდა ჰქონდეს ჩვენი წარმოების შეიარაღებაზე“, – განაცხადა ბუნდესტაგის დეპუტატმა „მწვანეთა პარტიიდან“ ბრიტა ჰასელმანმა.

უკრაინელი ოფიცერი მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე აყლაშემორტყმული მოქალაქეებისა და სამხედროების ევაკუაციის აუცილებლობაზე საუბრობს.

“გადაარჩინეთ მარიუპოლის გარნიზონი, გამოიყენეთ ექსტრადიციის პროცედურა. 2022 წელია და არა 1940. ხალხი დაიღუპება, დაჭრილები დაიღუპებიან. ვინც ახლა ჯანმრთელია, ბრძოლაში დაიღუპება. მოქალაქეები სარდაფებში, სახლებში, ბინებში იღუპებიან, მათ ხოცავენ“, – სერჰეი ვოლინსკი, უკრაინელი ოფიცერი.

მარიუპოლში მდებარე და რუსული არმიის მიერ ალყაშემორტყმულ აზოვსტალის ქარხანაში 600 – მდე დაჭრილი უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend