მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSგაეროს გენერალურმა მდივანმა უკრაინის დანგრეული ქალაქები მოინახულა

გაეროს გენერალურმა მდივანმა უკრაინის დანგრეული ქალაქები მოინახულა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში უკრაინაში კიევის რაიონის რუსული ძალების მიერ დროებით ოკუპირებულ დასახლებებს ეწვია. პირველი გაჩერება ქალაქი ბოროდიანკა იყო, რომელიც დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს.

„როდესაც ამ განადგურებულ შენობებს ვხედავ, ჩემს ოჯახს წარმოვიდგენ ერთ-ერთ ამ ბინაში, რომელიც ახლა დანგრეული და შავია. ვხედავ ჩემს შვილიშვილებს, როგორ გამორბიან პანიკით. ომი აბსურდულია 21-ე საუკუნეში – ომი ბოროტებაა და როდესაც ამ ვითარებას ხედავ, ჩვენი გულები, რა თქმა უნდა, მსხვერპლებთანაა, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. მაგრამ ჩვენი ემოციაა, რომ ომი არანაირად არ არის მისაღები 21-ე საუკუნეში. შეხედეთ ამ ყველაფერს“,- განაცხადა გუტერეშმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend