მთავარიევროპამოლდოვადნესტრისპირეთში აფეთქებების შემდეგ მოლდოვა უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

დნესტრისპირეთში აფეთქებების შემდეგ მოლდოვა უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში, აფეთქებებისა და სროლის ხმა ისმოდა. არსებობს ეჭვი, რომ რუსეთი შესაძლოა მოლდოვაშიც შეიჭრას. სამშაბათს, 26 აპრილს უკრაინის საზღვრიდან 12 კილომეტრში, დასავლეთის მხარეს, ორი აფეთქება მოხდა, ამ ადგილას 1500-მდე რუსი სამხედროა მობილიზებული.

უკრაინის წარმომადგენლები შეშფოთებას გამოთქვამენ მოლდოვაში არსებული ვითარების გამო. ისინი რუსეთს პროვოკაციის მცდელობაში ადანაშაულებენ.

“ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს რუსეთის ერთ-ერთი ნაბიჯია. სპეცრაზმი მუშაობს იქ, ეს სიმართლეა. მიზეზიც გასაგებია. მათ ქვეყანასა და რეგიონში დესტაბილიზაცია სურთ. ისინი ემუქრებიან მოლდოვას, რომ თუ მოლდოვა მხარს დაუჭერს უკრაინას, რუსეთი შესაბამის ზომებს მიიღებს“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა მოლდოვაში არსებული ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვა.

„ჩვენ ვუერთდებით მოლდოვის მთავრობის მოწოდებას სიმშვიდისა და რეაგირებისკენ.  მხარს ვუჭერთ მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. პატივს ვცემთ  კონსტიტუციით გარანტირებულ ნეიტრალიტეტს. ჩვენ არ ვიცით ყველა დეტალი, გარდა გუშინ მომხდარი ინციდენტისა. შეშფოთებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ რუსეთი დაძაბულობის ესკალაციას ცდილობს”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა.

რუსეთმა აღიარა, რომ სურს შექმნას დერეფანი დონბასიდან ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულამდე და არ გაჩერდება, სანამ არ დაიკავებს სამხრეთ უკრაინას და არ დააკავშირებს მას პრორუსულ სეპარატისტულ რეგიონებთან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend