მსოფლიოში კრიტიკულად იზრდება მიგრაციისა და იძულებით გადაადგილების მასშტაბები. ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს კლიმატის ცვლილებებიც. ამას ემატება რუსეთ-უკრაინის ომი, რის გამოც მილიონობით უკრაინელს უწევს იძულებით გადაადგილება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ.
მსოფლიო მიგრაციასა და კლიმატის ცვლილებებზე “ევრონიუს ჯორჯიას” ესაუბრნენ კერემ კინიკი და ბირგიტა ბიშოფ ებესენი.