შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციამ „ხელი ხელს“ სენაკში ახალი საოჯახო ტიპის სახლი გახსნა. ეს არის პირველი სახლი სამეგრელოს რეგიონში, სადაც 5 შშმ პირი ცხოვრებას დამოუკიდებელ გარემოში გააგრძელებს.
შშმ პირებისთვის განკუთვნილი საოჯახო ტიპის სახლების კონცეფციაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ორგანიზაციის “ხელი ხელს” დამფუძნებელმა, მაია შიშნიაშვილმა ისაუბრა