მთავარიევროპაუკრაინამარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა ამ დრომდე ვერ ხერხდება

მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა ამ დრომდე ვერ ხერხდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის, რუსეთთან მოლაპარაკება გაეროს შუამავლობით უნდა წარიმართოს.

დმიტრო კულება გაეროს გენერალურ მდივანს აფრთხილებს, არ მოექცეს კრემლის დიპლომატიურ ,,ხაფანგში”.

მიმდინარე კვირაში, რუსეთსა და უკრაინაში ანტონიუ გუტერეშის ვიზიტია დაგეგმილი. უკრაინისთვის მიუღებელი აღმოჩნდა გადაწყვეტილება, რომ ის ჯერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება მოსკოვში, შემდეგ კი ზელენსკის – კიევში.

,,ეს დიპლომატიური ტრადიციაა, რომ მოსკოვში ვიზიტამდე კიევს უნდა ეწვიოთ. მაგრამ ეს არ არის ისეთი იმედგაცრუება, რომ  ვეღარ გავაგრძელოთ ცხოვრება. უბრალოდ გაფრთხილებთ, რომ შესაძლოა, გაეროს გენერალური მდივანი დიპლომატიურ ხაფანგში აღმოჩნდეს. მეორე მხრივ, ისინი შეიძლება მზად იყვნენ, მასთან გარკვეული თემები განიხილონ. ჩვენი მოთხოვნა კი ერთ მთავარ საკითხს უკავშირდება და ეს ცეცხლის შეწყვეტაა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. თუმცა ვხედავთ, რას აკეთებს რუსეთი ბრძოლის ველზე, ეს უბრალოდ შეუძლებელია. მან, პირველ რიგში, მარიუპოლში ჰუმანიტარულ  დერეფნების უზრუნველყოფაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულება.

მიუხედავად იმისა, რომ საპორტო ქალაქი მარიუპოლი რუსეთის აგრესიის დაწყებიდან  ალყის ქვეშ იყო, ამ დრომდე ვერ მოხერხდა ჰუმანიტარული დერეფნების შექმნა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათს გამოაცხადა, რომ ცეცხლს შეწყვეტდა. თუმცა საჰაერო თავდასხმები კვლავ გრძელდება “აზოვსტალის” ქარხანაზე, სადაც მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებენ თავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend