მთავარიევროპაუკრაინამარიუპოლის ტრაგედია: კიევი გაეროს საპორტო ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუციაში დახმარებას სთხოვს

მარიუპოლის ტრაგედია: კიევი გაეროს საპორტო ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუციაში დახმარებას სთხოვს

მარიუპოლში მდებარე “აზოვსტალის” ქარხნის სარდაფებში უკრაინის ეროვნული გვარდიისა და აზოვის ბატალიონის ჯარისკაცებთან ერთად ასობით მოქალაქე რჩება.

სარდაფებში მშვიდობიანი მოქალაქეები უკვე ორი თვეა ცხოვრობენ, ენატრებათ სუფთა ჰაერი და საკვები.

ქარხანა რუსული ჯარის მიერაა ალყაში მოქცეული, რუსული არმია ჰუმანიტარული კორიდორის გახსნაზე უარს ამბობს.

რას ყვებიან ქარხნის სარდაფში ჩაკეტილი მოქალაქეები:

”25 თებერვლიდან ოჯახთან ერთად აქ ვაფარებ თავს. ჩვენ დახმარება გვჭირდება, ომის ეპიცენტრში ვართ, მშვიდობა გვსურს, მაგრამ აქ ვართ დამწყვდეულნი. ჩემს შვილებს, ყველას შვილებს, მშვიდობა სჭირდებათ, აქ ბევრი ბავშვია”;

“წაგვიყვანეთ აქედან, ცის დანახვა გვსურს. სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა გვინდა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ჩვენთვის რამდენს ნიშნავს საკვები და თუნდაც ჩაი, ეს ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა”;

ალყაშემორტყმული “აზოვსტალის” ქარხნის სარდაფებში ბევრი არასრულწლოვანიცაა გამოკეტილი. ტერიტორია რუსეთის ჯარებისა და მათი მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ თითქმის ყოველდღე იბომბება.

”მარიუპოლის სახელით მთელ მსოფლიოს ვთხოვ დახმარებას. ჩვენ საკუთარ ქალაქში, საკუთარ ქვეყანაში ცხოვრება გვსურს. ჩვენ მშვიდად გვსურს ცხოვრება. ამდენი დაბომბვის და საჰაერო შეტევისგან დავიღალეთ. რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს? ვისგან აპირებენ ჩვენს დაცვას რუსები? ეს არ მესმის, შეაჩერეთ რუსული აგრესია, ჩემი სამშობლო კვდება, ჩემი ქალაქი განადგურებულია, ყველაფერი დაბომბეს”, – ამბობს ქარხნის სარდაფში გამოკეტილი არასრულწლოვანი.

სწორედ მარიუპილში არსებული ვითარებაა ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის გამოც გაეროს გენერალური მდივანი უკრაინაში ჩადის. კიევში სურთ, რომ ქალაქის ევაკუაციაში გაერო დაეხმაროს. თუმცა ის, რომ ანტონიუ გუტერეში კიევში ჩასვლამდე მოსკოვს ეწვია, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის გაღიზიანებას იწვევს. დმიტრო კულება მოუწოდებს გაეროს გენერალურ მდივანს, რუსეთის “ხაფანგში” არ გაებას.

”როგორც წესი ჯერ კიევში ჩადიან და შემდეგ მოსკოვში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის კიევამდე მოსკოვში ჩასვლა ჩვენთვის ტრაგედიას არ წარმოადგენს, ეს უფრო ტაქტიკური ხასიათის საკითხია. სტრატეგია კი შემდეგია: მოსკოვში მის ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობა შეიძლება იყოს “ხაფანგი”, მიზანი კი რუსული დიპლომატიის უპირატესობის დამტკიცებაა. გაეროს გენერალურმა მდივანმა მთელი ყურადღება ერთ საკითხს უნდა დაუთმოს, მარიუპოლის ევაკუაციას, გაეროს ეს მართლაც შეუძლია”,  – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.

მარუიპოლი ამ დროისთვის სრულიად განადგურებულია. რუსული არმია კი კვლავ აგრძელებს საპორტო ქალაქის დაბომბვას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend