„თანამედროვე უკრაინელი პოეტები“ – ახალი კრებული, რომელშიც 8 უკრაინელი პოეტის შემოქმედება შედის. გამოცემა ქართულ ენაზე მწერალმა შოთა იათაშვილმა თარგმნა. კრებულს საქველმოქმედო მიზნები აქვს – გაყიდვით მიღებული შემოსავლიდან თითოეული თეთრი უკრაინის დასახმარებლად გადაირიცხება.
მწერალმა და პოეტმა შოთა იათაშვილმა ისაუბრა “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში იმის შესახებ, თუ როგორ დაიბადა კრებული იდეა და როდის დაიწყო მისი მეგობრობა უკრაინასთან