მთავარიმსოფლიორუსეთმა სანქციები აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისსა და მარკ ცუკერბერგს დაუწესა

რუსეთმა სანქციები აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისსა და მარკ ცუკერბერგს დაუწესა

რუსეთის მთავრობის გდაწყვეტილებით აშშ-ის 29 მოქალაქეს, პოლიტიკოსს, ჟურნალისტს და ბიზნესმენს რუსეთში შესვლა აეკრძალება.

რუსეთმა სანქციები დაუწესა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს, პენტაგონის სპიკერს ჯონ კირბის, კომპანია “მეტას” დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგსა და ასევე Bank of America-სა და LinkedIn-ის აღმასრულებელ დირექტორებს.

მოსკოვი აფრთხილებს აშშ-სა და ნატოს, რომ შესაძლოა მათი სამხედრო ტექნიკა უკრაინაში რუსების სამიზნე გახდეს. კრემლის ინტერესების გამავრცელებელი პრესა ყურადღებას ამახვილებს თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ხელახლა გამოჩენაზე. ვლადიმერ პუტინმა წარმატებული ოპერაციისთვის ჯარი შეაქო და მარიუპოლის აღება მიულოცა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უკრაინელი სამხედროები კვლავ იცავენ ქალაქს და რუსეთის განცხადებებს  “დეზინფორმაციას” უწოდებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend