მთავარიევროპაუკრაინაომი გრძელდება: რუსული არტილერია ქალაქ ხარკივს უწყვეტად ბომბავს

ომი გრძელდება: რუსული არტილერია ქალაქ ხარკივს უწყვეტად ბომბავს

მძიმე ბრძოლები გრძელდება უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც რუსულმა ძალებმა ათეულობით დასახლების დაკავება მოახერხეს.

ამავდროულად, რუსეთი აცხადებს, რომ ისინი სრულად აკონტროლებენ ქალაქ მარიუპოლსა და “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიას, თუმცა ბუნკერებში გამაგრებული უკრაინელი სამხედროები ბრძოლას აგრძელებენ.

მარიუპოლში უმძიმესი ვითარებაა. უკრაინაში შეჭრიდან 2 თვის შემდეგ რუსეთი აცხადებს, რომ სრულად აკონტროლებს ქალაქს.

რუსეთი ასევე ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ამბობენ, რომ დაიკავეს “აზოვსტალის” ტერიტორია, თუმცა შეუძლებელია იმის დადგენა, თუ სად არის ეს ვიდეო გადაღებული.

შეერთებული შტატები აცხადებს, რომ “აზოვსტალს” ჯერ კიდევ უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ.

ამავდროულად, პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ მოსკოვმა უარი განაცხადა მის შეთავაზებაზე, სააღდგომოდ შეეწყვიტა ცეცხლი ქვეყნის აღმოსავლეთში. ამ ქმედებით რუსეთმა აჩვენა ყველას, თუ როგორი დამოკიდებულება  აქვს რუსეთს ქრისტიანული რწმენისა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულისადმი.

ამავდროულად 21 აპრილს, ზელენსკიმ მოითხოვა საერთაშორისო დახმარება – ყოველთვე 7 მილიარდი დოლარი იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა გადარჩეს.

ქვეყნის აღმოსავლეთში რუსი სამხედროები წინ მიიწევენ. კიევმა დაადასტურა, რომ რუსებმა ათეულობით დასახლება დაიკავეს.  ჩრდილოეთში კი ქალაქ ხარკივს განუწყვეტლივ ბომბავენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend