მთავარიაზიაავღანეთიმაზარ-ი-შარიფში მომხდარ აფეთქებას თერთმეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მაზარ-ი-შარიფში მომხდარ აფეთქებას თერთმეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბოლო ინფორმაციით, 11 ადამიანი ემსხვერპლა ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მაზარ-ი-შარიფში შიიტთა მეჩეთში მომხდარ აფეთქებას. პროვინციის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დაშავდა კიდევ 32 ადამიანი.

აფეთქებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

21 აპრილს აფეთქებები მოხდა დედაქალაქ ქაბულსა და ჩრდილოეთის პროვინცია ყუნდუზშიც. არის მსხვერპლი. ასევე 19 აპრილს ქაბულის ერთ-ერთ სკოლაზე მომხდარ თავდასხმას 25 ადამიანი ემსხვერპლა.

აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა გასამხედროებულმა ჯგუფმა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. სუნიტი ექსტრემისტები შიიტებს ჭეშმარიტი სარწმუნოებისგან განდგომილად მიიჩნევენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინიც მუსლიმანები არიან. 2021 წლის აგვისტოდან ავღანეთში ხელისუფლებას პოლიტიკურ-რელიგიური მოძრაობა „თალიბანი“ უდგას სათავეში.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend